Робота для біженців з України
მიღება-განთავსების განყოფილების ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების განყოფილების ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი
მომწოდებელი: ibis budget
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების განყოფილების ადმინისტრატორის/რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (თვეში 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 900-1000 (NET)

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (აღნიშნულ პოზიციაზე შესაძლებელია სტუდენტის მიღება)
** ინგლისური ენა
** სასურველია სასტუმროს პროგრამაში "Opera" მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობა:

** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** სტუმრებისგან საჩივრების მიღება და დროულად გადაჭრა;
** შეტყობინებების დროული გადაცემა;
** შემომავალი და გამავალი ზარების დაკავშირება;
** ტარიფების სწორად მიწოდების მონიტორინგი;
** სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** საჭირო ანგარიშებისა და ცხრილების მომზადება;
** სასტუმროში სიტუაციის დამოუკიდებლად კონტროლი;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.

კომპანია დამატებით გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** უფასო კვება
** საბონუსე სისტემა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე