Робота для біженців з України
ბეტონსაქაჩი ტუმბოს მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეტონსაქაჩი ტუმბოს მძღოლი
მომწოდებელი: მეტა სინერჯი
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
შპს "მეტა სინერჯი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონსაქაჩი ტუმბოს (მობილური სტაციონარი პომპა) მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ბეტონსაქაჩი ტუმბოს ტრანსპორტირება კომპანიის სამუშაო ტერიტორიიდან სამშენებლო ობიექტებზე და უკან;
** კომპანიის სატვირთო მანქანით მილებისა და სხვადასხვა საჭირო ნივთების ტრანსპორტირება კომპანიის სამუშაო ტერიტორიიდან სამშენებლო ობიექტებზე და უკან;
** ჩაბარებული ბეტონსაქაჩი ტუმბოსა და სატვირთო მანქანების მოვლა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა - B, C კატეგორია.

კომპანიის ავტოპარკი:

** მობილური ბეტონსაქაჩი ტუმბო, SANY LP10023, 2024 წლის მოდელი
** სატვირთო მანქანები: Mercedes Benz Atego 815 და Mercedes Benz Atego 1825
** შერჩეულ მძღოლს საქმიდან გამომდინარე, მოუწევს სამივე ავტომობილის მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 606077 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გისურვებთ წარმატებას!  
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე