Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი პროგრამის მასწავლებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი პროგრამის მასწავლებელი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
მასწავლებელი ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - ფიზიკური აღზრდა და სპორტის მიმართულებით.

ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის პოზიციაზე ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - ფიზიკური აღზრდა და სპორტის მიმართულებით ქალაქ ბათუმში.

ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

"პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced" ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/

თანამდებობის დასახელება: ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი

ვაკანტური ადგილი: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - 1 ადგილი

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ვ. შამილაძის N30 .
გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე: არასრული (20-საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო შექმნაზე ზრუნვა;
** კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;
** ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში - სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;
** კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა;
** კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
** მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;
** მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
** მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;
** მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;
** მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
** კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;
** კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.
** სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
** საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
** თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა
** ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა- 20 საკონტაქტო საათი;
** სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
** მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;
** მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;
** თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
** მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.
** მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;
** მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;
** სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;
** მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;
** სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;
** ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;
** მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;
** მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.
** მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით;
** მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას;
** კოლეგებთან თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
** მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პოზიციისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
** უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწავლებისა და შეფასების უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
** ქართულ ენაზე გამართულად ზეპირი და წერითი მეტყველება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვადებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა.

დამატებითი საკონკურსო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე, სავალდებულოა მინიმუმ ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge.

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მასწავლებელი ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - ფიზიკური აღზრდა და სპორტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 სექტემბერი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე