Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ქარხანა ფონიჭალა
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"ქარხანა ფონიჭალა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება.
** შეხვედრების/თათბირების დაგეგმვა/კოორდინირება.
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების თარგმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** ადმინისტრაციული და საოფისე/სამეურნეო საქმიანობის წარმართვა.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS PowerPoint, Excel, Word, Outlook)
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 10:00 სთ-19:00 სთ
ხელფასი: პირველი ორი თვე გამოსაცდელი ვადა - 1500 ლარი, შემდეგ 1800 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@sibel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე