Робота для біженців з України
2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი
მომწოდებელი: ათასწლეულის ფონდი
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 576843_attachment_2856616.zip
"ათასწლეულის ფონდი" აცხადებს 2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსს.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 სექტემბერი.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.

ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო. წელს ასევე დაწესებულია საქართველოში ისრაელის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური პრიზები.

2024 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს საკონკურსო კატეგორიებია:

1. პროფესიული განათლების პროგრამა
2. პროფესიული განათლების მასწავლებელი
3. პროფესიული განათლების სტუდენტი
4. პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
5. საქართველოს პარლამენტის ჯილდო - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის
6. პროფესიული უნარების სააგენტოს ჯილდო - დამსაქმებელთან/ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკისთვის

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 სექტემბერი.

განაცხადის წარდგენა

ჯილდოს პირობები და შესავსები ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://millennium.org.ge/geo/aplication_122

დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში,

დაუკავშირდით ქ-ნ ნინო ჯაფარიძეს (+995 591 21 82 82, tvet@millennium.org.ge).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე