Робота для біженців з України
უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"Glarros Hotels" - ახალი სიტყვა სასტუმრო ინდუსტრიაში!

სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს "Glarros OldTown"-ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 75 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.

ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

"Glarros OldTown" ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

https://www.glarros.com

A Good Place to Be

Managed by HSC Group

https://www.hscgroup.ge

სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

ზოგადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის მართვის უნარი
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** სასტუმროს უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** თანამშრომელთათვის მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა.
** სასტუმროში არსებული ყველა წესის დაცვის უზრუნველყოფა.
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოების (დაცვის) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com.

წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო
სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე