Робота для біженців з України
ავეჯის კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორი
მომწოდებელი: აიკო
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"აიკო" - არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის და მეტალის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.

კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ერისთავის 1;
** განაკვეთი: სრული;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** დასვენების დღე კვირა;
** სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული 2500-3000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული ნახაზების შესაბამისად პროგრამაში პროექტის მოდელირება;
** გაყიდვებისა და წარმოების მენეჯერებთან ერთად დეტალების დაზუსტება-შეთანხმება;
** პროექტისთვის აუცილებელი მასალების მომზადება და გადაცემა შესყიდვების ჯგუფისთვის;

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ავეჯის კონსტრუირების პროგრამის BAZIS ცოდნა;
** სასურველია ავეჯის აწყობის სპეციფიკის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.ugrekhelidze@aiko.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ავეჯის კონსტრუქტორი ან დაგვიკავშირდეთ: 577 903 311
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე