Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს 10 წელია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კონტროლი; სტატისტიკური რეპორტების მომზადება
** კომპანიის საგადასახადო რისკების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელება ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კოორდინაციაში
** კომპანიის საგადასახადო აუდიტის და საგადასახადო რისკების მიმოხილვის პროცესებში აქტიური მონაწილეობა
** შემოსავლებისა და ხარჯების ბუღალტრულ პროგრამაში კონტროლი/გატარება კომპანიის ანგარიშთა გეგმისა და პოლიტიკის შესაბამისად;
** მისაღები მოთხოვნებისა და ვალდებულებების ბუღალტრულ პროგრამაში კონტროლი/გატარება
** ძირითადი საშუალებების ტრანზაქციების ბუღალტრულ პროგრამაში კონტროლი/გატარება;
** კომპანიის ფინანსურ აუდიტის პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** საანგარიშო თვის დახურვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის/ ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და პროცედურების კარგად ცოდნა, მათ შორის GAAP და IFRS
Microsoft Excel-ის კარგად ცოდნა
** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, SAP-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** პროაქტიულობა, ლიდერული თვისებები
** დაკვირვებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის სწორად და ეფექტურად განაწილების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის ძალიან კარგი უნარები;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://talent.sage.hr/jobs/4e6eaa59-f4c7-4230-9f99-507b00975bcc ა.წ. 20 სექტემბრამდე

გისურვებთ წარმატებას!

"მოგოსათვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "მოგოს" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "მოგოს" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "მოგოში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "მოგოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "მოგოს" ნომერზე: 032 2 244600.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე