Робота для біженців з України
პროექტის უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: C-Team Management Consulting
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
C-Team Management Consulting-ის გუნდი ეძებს მოტივირებულ, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულ და შრომისმოყვარე ახალ წევრს.

ჩვენ ვართ საქართველოს ბაზარზე წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში. კომპანიაში გვაქვს მეგობრული და საინტერესო სამუშაო გარემო.

სითიმს განხორციელებული აქვს 10-ბიზნეს სექტორში, 50-ზე მეტი კომპანიაში
პროექტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.c-team.ge

აღნიშნული პოზიცია მოიცავს ინოვაციურ და მრავალფეროვან პროექტებში სრულ ჩართულობას, რაც გუნდის ახალი წევრისთვის სწრაფი და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობაა.

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის პარტნიორთან ერთად ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მართვა შემდეგი მიმართულებებით:

** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და დანერგვა
** კომპანიისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება
** ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი და ოპტიმიზაცია
** საკვანძო ინდიკატორების (KPI-Key Performance Indikators) სისტემის განვითარება და დანერგვა
** პროექტებში ჩართული თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა და შესრულების მონიტორინგი
** კლიენტებთან კომუნიკაცია
** კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად ახალი საკონსულტაციო სერვისების განვითარება
** პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
პროექტის ვადებში, მაღალი ხარისხით დასრულების უზრუნველყოფა

ძირითადი უნარები:

** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მუდმივი განვითარების სურვილი
** ანალიტიკური აზროვნება
** სხარტი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრაცია, ფინანსური მართვა, ეკონომიკა)
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** სამუშაოების სწორი დელეგირების და პროექტის ჯგუფის მართვის გამოცდილება
** MC-Office-ის პროგრამების სიღრმისეული ცოდნა (Power Point, Excel, Word)
** ინგლისური ენის ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ:

C-Team-ის პროექტებში, რომლებიც ხორციელდება საქართველოს წამყვან კომპანიებში, სრული ჩართულობა, შემდეგი მიმართულებებით:

** საქართველოს წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა
** C-Team-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა და მათ მიერ ცოდნის მუდმივი გაზიარების მეშვეობით სწრაფი პროფესიული ზრდა
** მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@c-team.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე