Робота для біженців з України
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი/იურისტი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი/იურისტი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
სს "ქართული ლუდის კომპანია" - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ზედაზენი 2011 წელს დაარსდა და რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე საწარმოა. ზედაზენის პორტფელი აერთიანებს ადგილობრივი წარმოების და საერთაშორისო ბრენდების ლიცენზირებულ ლუდებს, ლიმონათს, კოლას, ენერგეტიკულ სასმელს, წყაროს წყალს, არომატიზირებულ წყალს და ცივ ჩაის.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა და იურიდიული გუნდის მართვა;
** იურიდიული გუნდის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** კომპანიის მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართვა და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** შრომით-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაცემა და HR-თან მჭიდრო თანამშრომლობა შრომით-სამართლებრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის მენეჯმენტის სამართლებრივი მხარდაჭერა კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი აღსრულების კონტროლი;
** კომპანიის მენეჯმენტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სტრატეგიებისა და ინიციატივების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
** შესაბამისი პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და აღსრულების კონტროლი. მიმდინარე საკანონმდებლო ბაზის მუდმივი მონიტორინგი და საჭირო ცვლილებების ინიცირება (მათ შორის უკვე არსებულ პოლიტიკებსა და პროცედურებში) იმისათვის, რომ კომპანია იყოს მუდმივ შესაბამისობაში მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან;
** კომპანიის სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოებების მართვა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
** კომპანიის ინტერესების დაცვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
** საჭიროების შემთხვევაში გარე იურიდიულ, საგადასახადო ან/და სხვა სახის კონსულტანტებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, ასევე მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით; ** სასურველია LLM ევროპის ან ამერიკის სამართლის სკოლიდან.
** კერძო სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურ და რუსულ ენებზე იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანია უზრუნველყოფს:

** ტრანსპორტირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე