Робота для біженців з України
დიასახლისი/დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი/დამლაგებელი
მომწოდებელი: Heritage Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"Heritage Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისი/დამლაგებელი თანამდებობაზე.

სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში ისტორიულ შენობაში. 33 ნომრისგან შემდგარი მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ორთქლის ოთახი და ბიზნეს ლაუნჯი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.

პირობები:

** ანაზღაურება 1100 ლარი.
** გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება. 10 სთ-დან 18:00 სთ-მდე

საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმრო ოთახების და საზოგადოებრივი სივრცეების დალაგება;
** თეთრეულის დახარისხება;
** ზოგადის სისუფთავის უზრუნველყოფა.

თქვენ მიიღებთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@hotelheritage.ge.

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე