Робота для біженців з України
მიმართულების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმართულების მენეჯერი
მომწოდებელი: ბეტაპრინტი
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
სარეკლამო კომპანია "ბეტაპრინტი" აცხადებს ვაკანსიას მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი კადრები რომლებიც გაიზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებული იქნებიან საკუთარი თავის განვითარებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** გააკონტროლოს დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება და მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება;
** უზრუნველყოს სამუშაო გეგმების შესრულების ანალიზის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად;
** მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშგებები განხორციელებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
** უზრუნველყოს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** მენეჯერის ან ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დროის მართვა
** დავალებების სწორად გადანაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** 6 დღიან სამუშაო კვირას
** ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrbetaprint@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე