Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიამორი
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ნიამორი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარებით შეთავაზების განხორციელება;
** დაინტერესებულ პირებთან ადგილზე მისვლით პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** კორპორატიული შეკვეთების სრული ადმინისტრირება;
** პროდუქტის რეალიზება და ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება განმეორებითი გაყიდვების უზრუნველსაყოფად;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის მართვის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებულს (1000 ლარი) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: niamorihr@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე