Робота для біженців з України
TikTok კონტენტ ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: TikTok კონტენტ ლიდი
მომწოდებელი: 22 გრადუსი
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
მედია პლატფორმა "22 გრადუსის" ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას კონტენტ ლიდის პოზიციაზე.

თუ ვიდეო კონტენტის შექმნაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და გჯერა, რომ მოკლე ფორმატის ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნაც და მისი გავირუსებაც წარმატებით გამოგივა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა. აქ ყოველდღიურ რეჟიმში, შენს კონტენტ თიმთან ერთად შექმნი ვირუსულ ვიდეოებს და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდები რამდენად ბევრი ადამიანი ნახავს მათ.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი - 40 საათი კვირაში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეო კონტენტ სტრატეგიის მომზადება, მისი კონტენტ მენეჯერებთან კომუნიკაცია და აღსრულება
** ბრეინშტორმინგების გამართვა და მასში შესაბამისი თიმის ჩართულობის უზრუნველყოფა
** მენეჯმენტთან სტრატეგიების პრეზენტაცია, უკუკავშირის მოსმენა და სტრატეგიის კორექცია
** ვიდეო ფორმატების კვლევა, ანალიზი და მისი სტრატეგიაში ინტეგრირება
** კონტენტ მენეჯერებისა და კრეატორების თიმის მართვა
** გადაღების კალენდრის შექმნა პროექტ მენეჯერთან ერთად
** მონტაჟის კალენდრის შექმნა პროექტ მენეჯერთან ერთად
** სტრატეგიის მიხედვით, თითოეული ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის მართვა.
** პროექტ მენეჯერთან ერთად კონტენტის შექმნისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა (ლოკაცია, ადამიანები, რეკვიზიტები)
კლიენტის უკუკავშირის ანალიზი და ვიდეოს კორექცია
** დამონტაჟებული ვიდეოების გადამოწმება და საჭიროების მიხედვით უკუკავშირის დაბრუნება.
** ვიდეო კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება

საჭიროებები:

** აუცილებელია კონტენტ ლიდს გამოცდილება ჰქონდეს TikTok ვიდეოების მომზადებაში
** კარგად ესმოდეს TikTok-ის ტრენდები და სპეციფიკა
** მუდმივად ფიქრობდეს ჩამოყალიბებული მიმართულებების როგორც იდეურ, ისე კონცეპტუალურ განვითარებაზე.
** თასქ მენეჯმენტ აპლიკაციებთან მეგობრობა (Slack/Clickup)
** საბაზისო ცოდნა ვიდეო მარკეტინგის მიმართულებით
** სცენარის/სკრიპტის გაწერის უნარი

პირობები: ანაზღაურება (NET): 3000-4000 + ბონუსები

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://shorturl.at/2rwPO

ფორმის შევსების დედლაინი: 5 სექტემბერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე