Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
კომპანია, რომელიც ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ლოგიკური აზროვნების უნარით და კომუნიკაციის კარგი უნარებით აღჭურვილ კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს ჩამოსული ამანათების საბაჟო პროცედურებში მონაწილეობის მიღებას, დახარისხებას და გაცემისთვის მომზადებას.

მოვალეობები:

** ჩამოსული ამანათების საბაჟო პროცედურებში მონაწილეობის მიღება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ამანათების დროული და სწორი დახარისხება;
** ამანათების გაცემისთვის მომზადება, მათ შორის შეფუთვა და ეტიკეტირება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და წესების დაცვა;
** ყოველდღიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Career.anyway@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ამანათების ოპერატორი (საბაჟო პროცედურები და დახარისხება)".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე