Робота для біженців з України
საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
მომწოდებელი: შავნაბადა
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია "შავნაბადა", აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბავშვო ბაღისთვის სასწავლო პროგრამების შემუშავება/განახლება და იმპლემენტაცია;
** პროგრამის შინაარსის და მიზნების თანხვედრაში მოყვანა;
** მუშაობა ჯგუფის მასწავლებლებთან სასწავლო კურიკულუმის შედგენასა და სასწავლო პროცესის სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
** თანამშრომელთა საჭიროებების გამოკვეთა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** სასწავლო ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო რესურსის განსაზღვრა;
** ახალი თანამშრომელს ადაპტაცია, მისი დახმარება სასწავლო პროგრამების და ბაღში მუშაობის პრინციპების გათვითცნობიერებაში;
** საგანმანათლებლო პერსონალის შერჩევაში მონაწილეობა;
** ჩართულობა სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების პროცესში თითოეულ ჯგუფში პედაგოგის მხარდაჭერა ეხმარება დღის განრიგის შედგენასა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებაში;
** თითოეული აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ, საჭირო რესურსების და სხვა სამუშაო სივრცეებში ცვლილებების საჭიროების ორგანიზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან პედაგოგიკის მიმართულებით;
** საბავშვო ბაღში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე (მიენიჭება უპირატესობა)

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@shavnabada.edu.ge.

წერილის სათაურში მიუთითეთ "საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე