Робота для біженців з України
აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტი
მომწოდებელი: შავნაბადა
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია "შავნაბადა", აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტის პოზიციაზე (2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში).

აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაეხმაროს აღმზრდელ-პედაგოგს შემუშავებული სწავლების გეგმის განხორციელებაში სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით;
** დაეხმაროს თითოეულ ბავშვს მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში;
** ზედამხედველობა გაუწიოს ჯგუფის ძილის, კვების, ეზოს აქტივობების პროცესს;
** მუდმივად იზრუნოს ბავშვთა უსაფრთხოებაზე;
** დააკვირდეს ბავშვის განვითარებას, ითანამშრომლოს პედაგოგთან;
** უზრუნველყოს გარემოში წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** იზრუნოს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე.

აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტის მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება პედაგოგიკის მიმართულებით;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია ბაღში მუშაობის გამოცდილება).

სამუშაო განრიგი: 9 საათიდან 18 საათამდე
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე)

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@shavnabada.edu.ge.

წერილის სათაურში მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება "ასისტენტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე