Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი" აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:

1. მოზრდილთა ოკუპაციური თერაპევტი
2. სმენისა და მეტყველების თერაპევტი
3. სოციალური მუშაკი

სასურველია, აპლიკანტს ჰქონდეს ინსულტისა და თავ-ზურგ ტვინის ტრავმის ან ნებისმიერი სხვა მიზეზით განპირობებული ნევროლოგიური დარღვევების რეაბილიტაციის სფეროში არსებული გამოცდილება, მომზადებისა და გადამზადების კურსების სერტიფიკატები.
ასეთი არარსებობის, მაგრამ საბაკალავრო (სმენა-მეტყველების შემთხვევაში - გადამზადების) პროგრამის გავლაც ჩაითვლება მისაღებად, თუმცა, ამ შემთხვევაში, 1 თვიანი სტაჟირება ადგილზე ან სხვა დაწესებულებაში აუცილებელი პირობაა.
სპეციალისტები ჩაერთვებიან როგორც რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებთან, ისე პროგრამგარე პაციენტებთან სარეაბილიტაციო მკურნალობის პროცესში და მიიღებენ ანაზღაურებას შესრულებული სამუშოს მიხედვით - თითო პაციენტზე დაწესებულ თანხას, პაციენტების რაოდენობის გათვალისწინებით.

უპირატესობა ენიჭება მინიმუმ 2 წლის სტაჟის მქონე კანდიდატებს, თუმცაღა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ხდება გასაუბრების შედეგად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე