Робота для біженців з України
მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე;
** მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა;
** შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა, ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე