Робота для біженців з України
გაყიდვების და მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Gymnasia
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სპორტული კომპლექსი "Gymnasia" ეძებს ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანებს გაყიდვების და მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე სამუშაოდ.

შემოუერთდით ჩვენს თანამედროვე და მეგობრულ გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამაში დაფიქსირებულ "ლიდებთან" დაკავშირება ტელეფონის მეშვეობით;
** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი;
** მომხმარებლის ინფორმირება გიმნაზიის მომსახურებებთან დაკავშირებით;
** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, ამაშუკელის ქ. #14ა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gymnasia.com, ხოლო Subject-ის ველში მიუთითეთ "გაყიდვების და მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი"

აღნიშნულ ვაკანსიაზე გამოხმაურებით ადასტურებთ, რომ აცხადებთ თანხმობას მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტულმა კომპლექსმა "Gymnasia"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე