Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ასემოდი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
შპს "ასემოდი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება, კომპანიის ინტერესების დაცვით;
** შესყიდვების ციკლის მართვა და კონტროლი;
** შესყიდვის პროცედურისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ფასთა შედარება და მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, MS Excel-ის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე info@gmt-pharma.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე