დასახელება:
მიკრო ავტობუსის მძღოლი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
კომპანია "ალტა" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ლიდერ ტექნოლოგიურ ფლაგმანს, რომელიც ოპერირებს ყველა უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის საცალო გაყიდვების, დისტრიბუციის და მომსახურების მიმართულებით.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება/აღრიცხვა;
** მომხმარებელთათვის პროდუქციის მიწოდება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცედურის კონტროლი;
** პროდუქციის დასურათება;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|