Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: მიდეა კავკასია
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"Midea კავკასია" წარმოადგენს "Midea ჯგუფის" ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ხელმისაწვდომს ქმნის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და შენობის საინჟინრო აღჭურვისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მათ შორის, შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.
"Midea კავკასიის" მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://midea.com.ge/

"Midea კავკასია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის # 4გ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრენინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის B2B მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობა; გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** სოციალური მედიის სტრატეგიისა და გეგმის დამოუკიდებლად განსაზღვრა/შესრულება.
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** ვებგვერდის დამოუკიდებლად მართვა, ინფორმაციის დამუშავება, კონტენტის შექმნა, ვლოგების მომზადება;
** სოციალური მედია არხების მართვა; კონტენტ კალენდრის შექმნა;
** შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესახებ რეპორტების მომზადება;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
** გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართლებით);
** სავალდებულოა წერის განსაკუთრებული უნარები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია დიზაინის პროგრამების ცოდნა: Adobe Illustrator და Photoshop;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის გამოცდილება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2024 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე