Робота для біженців з України
ოთხფეხა მეგობრების მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოთხფეხა მეგობრების მრჩეველი
მომწოდებელი: ფეთვერსი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
შინაურ ცხოველებზე ზრუნვის კომპანია "ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიას ოთხფეხა მეგობრების მრჩევლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ადამიანებთან და ცხოველებთან ერთნაირად კომუნიკაბელური;
** ჯეკ რასელ ტერიერივით სხარტი აზროვნების უნარი;
** გოლდენ რეტრივერის პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** ზოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების ოთხფეხა მეგობრებისთვის საკვებისა და აქსესუარების შერჩევა;
** პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა;
** მაღაზიის და პროდუქტების წესრიგის შენარჩუნება.

გრაფიკი და ანაზღაურება:

გრაფიკი: 10:00 - 21:00, ცვლებში
ანაზღაურება: შეთანხმებით
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას #71

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე contact@petverse.ge-ზე. Subject-ში მიუთითეთ: "ოთხფეხა მეგობრების მრჩეველი".

Petverse-ის პლატფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში, რაც განაპირობებს, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და განვითარებას.

Petverse შინაურ ცხოველთა ჰიპერპრემიუმ კვების ბრენდის Farmina-სა და პრემიუმ აქსესუარების ბრენდის, M-Pets-ის, ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე