Робота для біженців з України
ცვლის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის ლიდერი
მომწოდებელი: ibis budget
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას ცვლის ლიდერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (თვეში 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1300 (NET)

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენა
** სასტუმროს პროგრამაში "Opera" მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობა:

** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** სტუმრებისგან საჩივრების მიღება და დროულად გადაჭრა;
** შეტყობინებების დროული გადაცემა;
** შემომავალი და გამავალი ზარების დაკავშირება;
** ტარიფების სწორად მიწოდების მონიტორინგი;
** სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** საჭირო ანგარიშებისა და ცხრილების მომზადება;
** სასტუმროში სიტუაციის დამოუკიდებლად კონტროლი;
** Opera-ს გამოყენება სამუშაო პროცესში;
** დეპარტამენტში შემოსული ახალი პროცედურების შესრულების მონიტორინგი;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.

კომპანია დამატებით გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** უფასო კვება
** ბონუსი 30%

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე