Робота для біженців з України
მძღოლი-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ჯეოსტავი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კომპანია - შპს "ჯეოსტავი" რომელიც აწარმოებს საკონდიტრო ნაწარმის დისტრიბუციას, აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის (პროდუქციის მიმწოდებელი) პოზიციაზე თბილისში და მის ფარგლებს გარეთ.

აუცილებელი პირობაა: ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობიდან შეკვეთილი საქონლის, სავაჭრო ობიექტებისთვის მიწოდება.
** სადისტრიბუციო ქსელის მომარაგება.

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. 09:00 დან -17:00 მდე. დასვენების დღეები: კვირა-ორშაბათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
** სამუშაო არეალი: ქ.თბილისი, შპს ჯეოსტავის პარტნიორი სავაჭრო ობიექტები.
** ასევე რეგიონში, შპს ჯეოსტავის პარტნიორი სავაჭრო ობიექტებში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: ltd.geostav@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე