Робота для біженців з України
ავტოასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოასისტენტი
მომწოდებელი: ქარუ
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"CARU" აცხადებს ვაკანსიას ავტოასისტენტის პოზიციაზე.

"ქარუმ" სტარტაპიდან წარმატებულ ბიზნესამდე დიდი გზა განვლო. ის არის შუამავალი მომხმარებელსა და ავტოასისტენტს შორის. და დღესდღეობით ქარუს 50, 000-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს შეკეთებული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღების შემდეგ მომხმარებელთან შეხვედრა დათქმულ დროსა და ლოკაციაზე
** მანქანის წამოყვანა და სანდო ხელოსანთან მიყვანა
** ⁠მანქანის შეკეთება და მეპატრონესთან დაბრუნება.

მოთხოვნები:

** მთავარია იცოდე ავტომობილების ტექნიკური მხარე
** ⁠უნდა იყო კომუნიკაბელური ადამიანი

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოცდილების მიხედვით ავტოასისტენტს ენიჭება დონეები - დამწყები, გამოცდილი და ექსპერტი.
** პირველ ეტაპზე ავტოასისტენტი გამოიმუშავებს 1500 ლარის ფარგლებში შემდეგ ეტაპებზე კი გამომუშავება იზრდება 2500-5000 ლარამდე და მეტიც.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე info@caru.ge-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ "ავტოასისტენტი".

წარმატებები!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე