Робота для біженців з України
ღამის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Tbilisee
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სასტუმრო "Tbilisee" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 850 ლარი + გაყიდული საუზმის ბონუსი + მაღალი შეფასების ბონუსი + ოთახის გაყიდვების ბონუსი.

გრაფიკი: 2 ღამე, 12-12 საათი, 2 დასვენება.

მოვალეობები:

** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით;
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემასა და Booking.com-ზე;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და ელფოსტის შემოწმება, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს პროცედურებისა და სტანდარტების კარგად ცოდნა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.

გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hoteltbilisee@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე