Робота для біженців з України
გრაფიკოს დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკოს დიზაინერი
მომწოდებელი: შვიდი მითი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება არის საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების წარმოება. საწარმო აღჭურვილია ვაკუმ და თერმოშეფუთვების მწარმოებელი მანქანა-დანადგარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ზომისა და ფორმის შესაფუთი მასალის წარმოებას, მათზე შესაბამისი დიზაინის გრაფიკული გამოსახულების დატანას ფლექსოგრაფიული ბეჭდვის მეთოდით.

ვაცხადებთ ვაკანსიას გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოლიგრაფიული დიზაინის შექმნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი საბეჭდი ფაილების მომზადება ფლექსოგრაფიული ბეჭდვისთვის;
** გრაფიკული საბეჭდი ფაილების დამუშავება და საბეჭდ დანადგარზე მორგება.

უნარები და კომპეტენციები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ვექტორული პროგრამების CorelDRAW და Adobe Illustrator ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
** სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;

სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება მოლაპარაკებით.

რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@shvidimeat.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გრაფიკოს დიზაინერი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).

"შვიდ მითში"-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს
https://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე