Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ბისტრო
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"Gastronome Group" დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით "Kitchen and Living by Gastronome" და ოთხი რესტორნით.

"Gastronome Group"ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ლოკაცია: თბილისი, სითი-მოლი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება.

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფიტპასი

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge;

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ დელივერი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე