Робота для біженців з України
სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველა #40

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების დახმარება, როგორც დისტანციურად ასევე ადილზე, კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკაშირებულ საკითხებზე;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნილოგიების მიმართულებით (განიხილებიან ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებიც)
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

"ევექსელის" ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

სტაჟირებისას თქვენ შეისწავლით IT სერვისის მიმართულებას საწყისებიდან. ჩვენთან გატარებული დრო ჩაგეთვლებათ დიდ კორპორაციაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებად. ამასთანავე, პრაქტიკის გავლის შემდეგ, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იყოს "ევექსის" ვაკანსიებზე.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/stajireba-it-departamentshi/652.

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე