Робота для біженців з України
კურსის მენტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურსის მენტორი
მომწოდებელი: გაკვეთილო.ჯი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ახალი საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა "გაკვეთილო.ჯი" ეძებს გუნდის წევრებს და აცხადებს ვაკანსიას კურსის მენტორის პოზიციაზე.

ჩვენ ვზრუნავთ მოზარდების ისეთი უნარების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, რომლებიც მათ გარემოსთან და სოციუმთან ადაპტაციას განაპირობებს.

თუ თქვენ ენთუზიაზმით მუშაობთ მოზარდებთან, გიყვართ მათთან კომუნიკაცია, გაქვთ ამის გამოცდილება, სიამოვნებას იღებთ სწავლების პროცესით და ინფორმაციის გაზიარებით, მაშინ ჩვენ თქვენ გეძებთ!

სავალდებულო საკვალიფიკაციო უნარები და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში ან განათლებასთან დაკავშირებულ სფეროებში;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული მეტყველება და კომუნიკაბელურობა;
** მოზარდებთან სწავლების და ურთიერთობის კომპეტენციების ფლობა;
** სწავლების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინტერპერსონალური უნარების ფლობა;
** პოზიტიური განწყობის შექმნის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** "გაკვეთილოს" საავტორო კურსების სილაბუსის მიხედვით სწავლება;
** დაგეგმილი განრიგის მიხედვით გაკვეთილების მართვა და გაძღოლა;
** "გაკვეთილოს" პლატფორმაში მუშაობა;
** არსებულ კურსთან დაკავშირებული სიახლეების და ინდუსტრიის შესაბამისი ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** მოსწავლეებთან აქტიური ინტერაქციული ურთიერთობა, უკუკავშირის დაბრუნება და საჭირო/დამატებითი ინფორმაციის მიწოდება;
** ანგარიშგება კურსის პროცესის, დასწრების, პროგრესის შესახებ "გაკვეთილოს" მენეჯმენტთან;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მოზარდებისთვის სასარგებლო საქმის კეთებას;
** გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო პირობებს

სამუშაო დატვირთვა: საათობრივი
ფორმატი: ონლაინ/ფიზიკური
ანაზღაურება: საათობრივი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gakvetilo.ge.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე