დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
"GASTRONOME GROUP"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** ინგლისური და ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
ანაზღაურება: 1000 ლარი + თიფი + საბონუსე სისტემა 6 თვის შემდეგ
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ლოკაცია: თბილისი
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|