Робота для біженців з України
ინჟინერ-კონსტრუქტორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 575943_cement_appl_xlsx_1798971.zip
"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე რუსთავის ცემენტის ქარხანაში.

ლოკაცია: ქ. რუსთავის, მშენებელთა ქუჩა #70.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (დასვენება: შაბათი და კვირა)
სამუშაო საათები: 08:00 - 17:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
** კაპიტალური რეკონსტრუქციების დაგეგმვა ტექნიკურ გუნდთან ერთად;
** ახალი პროექტების დაგეგმვა და ანალიზი, ახალი ტექნიკის მონტაჟისა და წარმოებაში გაშვების დაგეგმვა;
** სამუშაო უბანზე არსებული ნატურალური დეტალებიდან ესკიზების აღება და მათ საფუძველზე ტექნიკური ნახაზების შექმნა "AutoCAD"-ში.
** პროექტებისა და ცალკეული სარემონტო სამუშაოების, შეკვეთების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით და ნახაზებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა.
** სამშენებლო, კონსტრუქციული და მექანიკური ნახაზების მომზადება- შემდგენა;
** სახარატო, საფრეზი, საბურღი, საპრესი, ფურცლოვანის საჭრელი, სარანდავი, კბილსაჭრელი ჩარხებზე შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება მექანიკის მიმართულებით მიმართულებით;
** MS Office ცოდნა;
** აუცილებელია AutoCAD ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშობის უნარი;
** დახურულ სივრცეში მუშაობის უნარი;
** სიმაღლეზე მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უფასო ტრანსპორტირება, რუსთავის ტერიტორიაზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ინჟინერ-კონსტრუქტორი (რუსთავი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე