Робота для біженців з України
სტაჟირება - ლოჯისტიკის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 575942_cement_appl_xlsx_5592697.zip
"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს სტაჟირებას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #70
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა;
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული და გასული ნედლეულების აღრიცხვა;
** დატვირთული და ცარიელი ვაგონების შემოწმება, რკინიგზის წარმომადგენლების ადგილზე ვიზიტის განხორციელებით;
** დატვირთული და ცარიელი ვაგონების გაფორმება საქართველოს რკინიგზის პროგრამაში;
** შემოსული ვაგონების საბუთების გამოსყიდვის წარმოება;
** დაზიანებული ვაგონების შემოწმება საქართველოს რკინიგზაში და აღრიცხვა.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** სასურველია აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

არსებული ბენეფიტები:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ლოჯისტიკის სპეციალისტი (რუსთავი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე