Робота для біженців з України
მძღოლი-მესაწყობე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-მესაწყობე
მომწოდებელი: ტექნიკის მაღაზიათა ქსელი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელში თბილისის სხვადასხვა ფილიალებში გვჭირდება ახალი თანამშრომლები მძღოლი-მესაწყობის პოზიციებზე.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული, სხვადასხვა ცვლა (11:00-20:00 ან 12:00-21:00)
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი მიტანებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
** მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
** მძღოლი მესაწყობის შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მომხმარებელთან მიტანაში მონაწილეობის მიღება, დისტრიბუტორის/მძროლის დახმარება;
** მძღოლი მესაწყობის შემთხვევაში მძღოლის/დისტრიბუტორის მოვალეობის შესრულება (დისტრიბუტორის არყოფნის შემთხვევაში, შეთანხმებით).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** სასურველია გამოცდილება საწყობის დამხმარის პოზიციაზე ან დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** მძღოლი მესაწყობის პოზიციაზე მნიშვნელოვანია B კატეგორიის მართვის მოწმობა და გამოცდილება მართვის.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy4projects@gmail.com და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე