Робота для біженців з України
HR ბიზნეს პარტნიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ბიზნეს პარტნიორი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდი "ლიბრეს" HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელის გაფართოებისა და განვითარების პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღება;
** ახალი ფილიალების გახსნის პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევის, ადაპტაციის, შეფასებისა და ქსელის განვითარების უზრუნველყოფა;
** ქსელის თანამშრომლების დაქირავებისა და გადინების ინდიკატორების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** ქსელის თანამშრომელთა სახელფასო ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** თანამშრომლების სამუშაოს შეფასებისა და განვითარების გეგმის შემუშავება და მონიტორინგი;
** თანამშრომლების სარეზერვო ბაზის ფორმირებისა და განაწილების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა გადინების ძირითადი მიზეზების ანალიზი, გადინების შესამცირებლად სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა;
** HR პოლიტიკის ეფექტურობის ანალიზი და ახალი ინიციატივების წამოწყება არსებული პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით;
** თანამშრომლების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა პროექტის ინიცირება და ანალიზი;
** შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, სიახლეების დანერგვის პროცესში უშუალო მონაწილეობა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო პროექტებზე მუშაობა;
** პერსონალის ხარჯების მართვა;
** თანამშრომელთა საქმიანობის ინდიკატორების ყოველთვიური ანალიზი და რეპორტინგი;
** ქსელის პერსონალის ეფექტურობის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, მენეჯმენტის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** HR BP-ის ან HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მსხვილ კომპანიაში მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** FMCG და საცალო ვაჭრობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია HR პროექტების მართვის გამოცდილება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვის გამოცდილება;
** HR პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა ტრეიდი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR ბიზნეს პარტნიორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე