Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ექაუნთინგ არეა
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კომპანია შპს "Accounting Area" 2015 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

Accounting Area აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ბესიკის ქ.N4
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობა;
** პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება;
** ელზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი: შედარების აქტების გაფორმება;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატმა იცოდეს კაფე-რესტორნის ბუღალტერია;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია FINA ან SUPERFINE ან BALANCE პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა
II ეტაპი: ტესტირება
III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@accountingarea.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი გროს ჰონორარი გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე