Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ანაზღაურება შეთანხმდება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე
სამუშაო ადგილი: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე სამშენებლო პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
** არსებული და პოტენციური დამკვეთების ბაზების წარმოება;
** დამკვეთებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა;
** გაყიდვების პერფორმანსის ანალიტიკა, გეგმასთან მიმართებაში გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** გაყიდვების სრული ციკლის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი;
** მარკეტინგული კამპანიებში მაქსიმალური ჩართულობა.

ცოდნა და კომპეტენცია:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრაცია, მარკეტინგი, გაყიდვები);
** გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (B2B) მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭებათ სამშენებლო და წარმოების მიმართულებით გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** MC-Office-ის პროგრამების სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენის პროფესიულ სამუშაო დონეზე ცოდნა.

უნარ- ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პროცესების ორგანიზაცია;
** ანალიტიკური უნარები;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მოქნილობა და ოპერატიულობა.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@cs.ge მეილზე და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე