Робота для біженців з України
მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
"პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მაკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/

ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ვ.შამილაძის N30.
გრაფიკი: სრული (40 - საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებელთა მხარდაჭერა

** მომხმარებელთა შეკითხვებზე და პრობლემებზე პასუხის გაცემა.
** მომხმარებელთა დახმარების და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

კომუნიკაციების არხები

** მომხმარებელთან კომუნიკაციების არხების მართვა.
** სატელეფონო, ელ.ფოსტა და ჩატ არხების მართვა.

უკუკავშირი

** მომხმარებლებისგან უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი.
** უკუკავშირის საფუძველზე გაუმჯობესებების შემუშავება.

ანგარიშგება

** მომხმარებელთა კომუნიკაციების შედეგების და სტატისტიკის რეპორტინგი.
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება.
** სკოლის მოსწავლეთა და სკოლის მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სერვისების მომხმარებელთა ბაზების წარმოება და სისტემური განახლება;
** მშობლებთან შეხვედრებისა და გასაუბრების პროცესის გამართული სტანდარტის შექმნა, რათა შეხვედრისა და გასაუბრების პროცესები არ მიმდინარეობდეს ქაოსურად;
** სკოლაში დანერგილი ნებისმიერი საგანმანათლებლო სიახლისა თუ ინოვაციური პროექტის თაობაზე, ბენეფიციარებისთვის (მშობლები, მოსწავლეები) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით;
** სკოლაში არსებული სხვადასხვა სერვისებით დაინტერესებული პირებისათვის საჭირო დოკუმენტების მობილიზება და საჭიროებისამებრ გადამისამართება კოლეგებთან;

კომუნიკაციის მენეჯერი ამავდროულად:

** პასუხისმგებელია სკოლაში, დამრიგებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის არსებული საკომუნიკაციო ენისა თუ სტანდარტის დახვეწაზე, რათა ამ სამ რგოლს შორის კომუნიკაცია ეხმიანებოდეს სკოლაში დანერგილ ეთიკურ სტანდარტებს;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება, რაც არ სცდება მოქმედ კანონმდებლობასა და სკოლის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, კომუნიკაციების, პრ-ისა და/ან მარკეტინგის მიმართულებით

დამატებით საჭირო კომპეტენციები:

** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება;
** ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიციირების უნარი.

უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 სექტემბერი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე