Робота для біженців з України
რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: Cheese farm
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
რესტორანი "Cheese farm" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

ხელფასი 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების/სურვილების/საჩივრების სწორი მოგვარება;
** რესტორნის ყველა სფეროს მართვა და კონტროლი;
** თანამშრომლების ცვლების დადგენა და კოორდინირება;
** თანამშრომლების მუშაობის შეფასება და მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** არსებული და ახალი თანამშრომლების დატრენინგება;
** შემოსავლების და ხარჯების რეპორტინგი;
** ძლიერი ლიდერობის, მოტივაციის და კომუნიკაციის უნარები.

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიული და მოტივირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

უფასო კვება;
სტაბილური სამუშაო გარემო;
განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;

შერჩეული კანდიდატი გაივლის 1 თვიან გადამზადებას "ნოვიკოვის სფეისში". კადრების გადამზადებისთვის საჭირო ყველა ხარჯს დააფინანსებს თვად "Cheese Farm"-ის გუნდი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:infocheesefarm@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ქართული კომპანიის მრავალთვიანი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ბაზარზე შემოდის და პირველ რესტორანს ხსნის, რესტორნების საერთაშორისო ბრენდი "ნოვიკოვი", რომელიც დაფუძნებულია 1991 წელს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 265 რესტორანს მართავს. "ნოვიკოვის" რესტორნები გახსნილია ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, დუბაი, სტამბული და სხვა. რესტორნების გარდა, ჯგუფს ასევე აქვს სარესტორნო საქმის სკოლა "ნოვიკოვ სფეისი".
თბილისში რესტორნის გახსნა დაგეგმილია, მიმდინარე წლის ნოემბერში და მისი სახელწოდება იქნება "Cheese Farm".
"ნოვიკოვის" და მისი პარტნიორი ქართული კომპანიის ერთობლივი გადაწყვეტილებით თბილისის რესტორანი დაკომპლექტდება 100% ქართველი თანამშრომლებით. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი კადრების შერჩევა, რომლებიც გაივლიან 1 თვიან გადამზადებას "ნოვიკოვის სფეისში". კადრების გადამზადებისთვის საჭირო ყველა ხარჯს დააფინანსებს თავად "Cheese Farm"-ის გუნდი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "cheese farm" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია . პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე