Робота для біженців з України
უფროსი ტექნიკური სპეციალისტი - სოფელი მუხრანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: სოფ. მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული

პოზიციის როლი: ამ პოზიციაზე დანიშნულმა პირმა უნდა შეძლოს, როგორც ტექნიკური სამუშაოების პირადად შესრულება, ასევე უმცროსი ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფის მართვაც. ჯგუფის წევრების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური სამუშაოების დროში დაგეგმვა და მათი შესრულების პირადად და/ან ჯგუფის მიერ უზრუნველყოფა; სამუშაოების დროში შესრულების და დროითი დისციპლინის მკაცრი კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა;
** საწარმოს ტექნიკის და დანადგარების გამართულობის უზრუნველყოფა;
** ძირითადი ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა, ხარჯების აღრიცხვიანობის სწორად წარმოება (გაზი, წყალი, ელ.ენერგია, საკანალიზაციო სისტემა);
** საწარმოში არსებული ყველა კომუნიკაციის გამართულად მუშაობის კონტროლი (ელ-გაყვანილობა, ოპტიკა, IT-ქსელები);
** საწარმოს ტექნიკური იარაღების, მოწყობილობების და მასალების (მარაგ-ნაწილების) მოვლა და ეფექტიანად ხარჯვა;
** შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის გამართული მუშაობის, მისი რემონტის, გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ორგანიზება;
** ტექნიკური სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის მუდმივი მონიტორინგი.

კვალიფიკაცია და უნარები:

** განათლება საინჟინრო ან სხვა ტექნიკურ სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში;
** ენერგეტიკის, მექანიზაციის და ტექნიკური დანადგარების ცოდნა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სიახლეების სწავლის სურვილი;
** შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ელემენტარულ სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** ელემენტარული ფინანსური ანგარიშგების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ, საგნის ველი (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: (უფროსი ტექნიკური სპეციალისტი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე