Робота для біженців з України
ბრენდ ამბასადორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ ამბასადორი
მომწოდებელი: ნამაი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
შპს "ნამაი" გახლავთ ბრენდი "Namai"-ს დისტრიბუტორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვამდე საქონლის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება;
** ახალი პროდუქტების შესწავლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი);
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სფეროში გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ოფისი მდებარეობას თბილისი, წერეთლის გამზირი N123;
** დასაქმების ტიპი: ოფისის გარეთ სამსახური (სრული განაკვეთით და ნახევარი განაკვეთით)
(კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის ობიექტებისათვის საჭირო ინვენტარით მომარაგება, შესაბამისად კანდიდატის ძირითადი სამუშაო, გახლავთ თბილისის მასშტაბით მსგავსი ობიექტებისათვის პროდუქციის გაცნობა შეთავაზება და გაყიდვა);
** შერჩევის ფორმა: გასაუბრება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებისამებრ)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: namaigeoco@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Namai ბრენდის ამბასადორი"

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე