Робота для біженців з України
HR მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
ჩვენ ვართ კომპანია "Go-Playgrounds". კომპანია არის ახალი დაარსებული, თუმცა მზარდი და დაიწყო კადრების შერჩევა.

კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
სამსახურის ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;
** შეფასების სისტემის შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობა;
** მოტივაციისა და კარიერული განვითარების სისტემების შემუშავება და მართვა;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროცესის კოორდინაცია;
** საკადრო ბრძანებებისა და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ადმინისტრაციული პროცესების მართვა (საშტატო განრიგისა და პირადი საქმეების წარმოება);
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროცესის კოორდინაცია;
** თანამშრომლებისთვის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** საორიენტაციო და სამსახურიდან წასვლის პროცესების კოორდინაცია;
** უშუალო ხელმძღვანელების მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა შესრულებული სამუშაოს შესახებ;
** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროებში;
** არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** HR სისტემების თანამედროვე მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Excel, PowerPoint, Outlook, Word) კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Ekaterine@go-playgrounds.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე