Робота для біженців з України
საკრედიტო კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის საკრედიტო განყოფილების თანამშრომლების მიერ დადგენილი წესების, პროცედურების და ფუნქციების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი
** ბანკის საკრედიტო კლიენტების მონიტორინგი, საქმიანობის ადგილზე შემოწმება, საქმეში არსებული მონაცემების შედარება კლიენტის მონაცემებთან და ა.შ.
** შემოწმების შედეგების ამსახველი რეპორტის მომზადება და განხილვა ბანკის წესებით დადგენილ პირებთან
** შემოწმების შედეგად გამოვლენილი შენიშვნებიდან გამომდინარე საკრედიტო პროცესის გასაუმჯობესებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება
** საკრედიტო რისკების შესამცირებლად ეფექტური შემოწმების მექანიზმების/მეთოდების/პროცედურების შემუშავება და განახლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (>B2)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** საურველია გამოცდილება საკრედიტო კონტროლის ან საკრედიტო რისკების განყოფილებაში
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით (ბიზნესი ან საკრედიტო რისკები)

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** კრეატიული
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** სწრაფად ათვისების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

ვაკანსიის დასახელების ტექსტში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკრედიტო კონტროლის სპეციალისტი".

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 21 სექტემბერი 2024 წელი

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ https://www.procreditbank.ge).

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე