დასახელება:
საკონდიტროს ტექნოლოგის დამხმარე
|
მომწოდებელი:
დეილი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას საკონდიტროს ტექნოლოგის დამხმარის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მთავარი ტექნოლოგის დახმარება კალკულაციების, რეცეპტების გაწერაში და ტექნოლოგიური ბარათების შექმნაში;
** საკონდიტროში წარმოების გუნდის დახმარება ტექნოლოგიური პროცესების მართვაში;
** წარმოების გამართული პროცესისთვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის საჭიროების განსაზღვრა;
** მოწოდებული ნედლეულის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** Haccp-ის წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება საკვები პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** Microsoft office-ის (word; excel) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრაქტიკული გამოცდილება/სტაჟირება საწარმოში ან ტექნოლოგიური მიმართულებით, ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობიანი,
** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი;
** აკურატული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Hr@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 551 737 398;
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|