Робота для біженців з України
მორიგე ელექტრიკოსი ენერგობლოკში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ელექტრიკოსი ენერგობლოკში
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდით!

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე ენერგობლოკში.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ცვლის გრაფიკი.

ძირითადი მოვალეობები:

** საზომი-საკონტროლო ხელსაწყოების შემოწმება და კონტროლი
** ენერგობლოკის სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი
** დაგეგმილი გამაფრთხილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ენერგობლოკის აღჭურვილობის ტექ-მომსახურება
** ენერგობლოკის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით მიმდინარე საქმიანობისათვის მოთხოვნების ფორმირება
** ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით სასურველია საწარმოში
** ტექნიკის, საინჟინრო ქსელების, საკონტროლო-საზომი მოწყობილობების და ავტომატიკის ელემენტებთან მუშაობისა და ექსპლუატაციის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ყურადღება, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა
** ცვლის გრაფიკით (დღის და ღამის) მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?

** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე