Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: დანკინ`
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ამერიკული რესტორნების ქსელი Subway, Dunkin` და Wendy`s აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** ინფორმაციის მოძიება მწარმოებლების შესახებ, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
** მომწოდებლებთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;
** მოწოდების გეგმის შემუშავება;
** საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება;
** ადგილობრივი და იმპორტული შესყიდვების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;
** ქსელის მომარაგების მუდმივი კონტროლი და პრობლემის შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება;
** ახალი იმპორტირებული პროდუქტების შესახებ დაკავშირებული დეპარტამენტების ინფორმირება;
** ლოჯისტიკური ოპერაციის დაგეგმვა, კონტროლი შესრულებაზე;
** ურთიერთობა სარეკლამო კომპანიებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ CV შემდეგ მისამართზე: career@dd.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიცია "შესყიდვების სპეციალისტი"

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება DUNKIN`-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@dd.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე