Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Ohm Homes
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
კომპანია "Ohm Homes" ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდებს თბილისში უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე დისტანციურად!

"Ohm Homes" არის უძრავი ქონების სოციალური მედიის კომპანია.

ანაზღაურება: 600 ლარი ფიქსირებული (ბონუსი 50$ თითო გაქირავებაზე +1% სეილის შემთხვევაში)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 12:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე (დისტანციური)
ვუწყობთ ხელს სტუდენტთა დასაქმებასა და მათთვის შესაბამის სამუშაო გრაფიკს.

ძირითადი მოვალეობები:

** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება და მათი კლიენტებისთვის შეთავაზება;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცნობა/შეთავაზება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** უძრავი ქონების, პოტენციური მომხმარებლის (მყიდველი/დამქირავებელი) მოძიება;
** მათთვის მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურების უზრუნველყოფა;
** ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებელთა ბაზების მართვა, ინფორმაციის შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ქართული და ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რეგულაციებისა და ტენდენციების ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მონდომება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: ohmhomestbilisi@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უძრავი ქონების აგენტი".

გელით და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე