Робота для біженців з України
ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Casino International
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"კაზინო ინტერნეიშენალი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, სასტუმრო ჰილტონის შენობა
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე დაყრდნობით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება სათამაშო ბიზნესის სფეროში სამუშაო გამოცდილება);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში (ORIS/FINA) მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Word, Excel);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

სამუშაოს აღწერილობა და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა: ბუღალტრული გატარების შესრულება და მონიტორინგი; ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვა, წარმოება და კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ადმინისტრირება;
** ყოველდღიური საბუთების და შედარების აქტების წარმოება;
** შესყიდვების პირველადი დოკუმენტაციისა და ბრუნვის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და მოწესრიგება;
** კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
** სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამული წარმოება და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება/ საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია; ბუღალტრული ოპერაციების და დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
** აუდიტორებთან კომუნიკაცია და შემოწმების პროცესის მართვა;
** საბუღალტრო ანგარიშების შედგენა (რეპორტინგი);

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2024 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე